შესვლა | რეგისტრაცია
ჩვენ გთავაზობთ ყველაზე დაბალ საპორტო მომსახურების ტარიფებს.

როდესაც აგზავნით ავტომობილს აშშ-დან ან ევროპიდან, მიუთითეთ შემდეგი მონაცემები Consignee-ს გრაფაში:

Black Sea Cargo, LLC
12 Ingorokva st.
Tbilisi, 0108 Georgia

Phone: +995 32 298-5005
ATTN: Tamta Pertaia

ავტოიმპორტიორებს და დილერებს ვთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს.

დაგვიკავშირდით »

ავტოიმპორტი აშშ-დან და იაპონიიდან
სატრანსპორტო კომპანია "Black Sea Cargo" გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ მანქანის ჩამოყვანაში მინიმალური სატრანსპორტო ხარჯით და მის დაზღვევაში მინიმალური ტარიფით.

 

სახმელეთო გადაზიდვა აშშ-ში

ავტომობილის შეძენის შემდეგ, მისი სახმელეთო გადაზიდვა პორტამდე არის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ქართველი იმპორტიორები ხშირად ავალებენ ამერიკელ პარტნიორებს. თავის მხრივ ამერიკელები ხშირად ამატებენ თავის საკომისიოს გადაზიდვის ღირებულებას და საგრძნობლად ზრდიან ფასს.

ჩვენ გთავაზობთ სახმელეთო გადაზიდვის მინიმალურ ტარიფებს:

გადაზიდვის ღირებულება Copart-ის აუქციონებიდან

გადაზიდვის ღირებულება IAAI-ის აუქციონებიდან

გადაზიდვის ღირებულება Verastar და QCSA აუქციონებიდან

გადაზიდვის ღირებულება Manheim-ის აუქციონებიდან

 

საზღვაო გადაზიდვა

სხვაობა საზღვაო გადაზიდვის ფასში სხვადასხვა გადამზიდავთან მერყეობს 100-150 დოლარის ფარგლებში, რაც განაპირობებს კლიენტის არჩევანს. ზოგიერთი გადამზიდავი სთავაზობს კლიენტს საბაზროზე დაბალ ფასს იმ გათვლით, რომ ზარალს გადაფარავს სახმელეთო გადაზიდვიდან. თუ საზღვაო ტრანსპორტირების რეალური ღირებულება შეადგენს მაგალითად, $700-ს და გადამზიდავი გპირდებათ $650-ს, დარწმუნებული იყავით, რომ დანარჩენ ორმოცდაათ დოლარს თქვენ გადაიხდით გაზრდილი შიდა ტრანსპორტირების ფასიდან. ამიტომ, საზღვაო გადაზიდვის დაბალი ფასი არ ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მანქანის ჩამოყვანა თქვენ დაგიჯდებათ უფრო იაფი. პირიქით, როგორც წესი, კლიენტი ტრანსპორტირების სრულ პაკეტში (სახმელეთო გადაზიდვა + საზღვაო გადაზიდვა) იხდის უფრო მეტს იმ გადამზიდავებთან, რომლებიც პირდებიან არარეალურად დაბალ ფასებს. ამიტომ სიფრთხილით მოეკიდეთ ასეთ შემოთავაზებებს.

დღევანდელი ფასები საზღვაო გადაზიდვაზე:

New Jersey, USA - Poti/Batumi ერთი მანქანის გადაზიდვის ღირებულება:

  • 3 მანქანიან კონტეინერში - $820
  • 4 მანქანიან კონტეინერში - $665

იაპონიიდან (Yokohama, Nagoya, Osaka, Kobe) - საქართველოში კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება:

$3450 - 40'HC კონტეინერი.

 

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

დაზღვევა

მანქანის დაზღვევა აუცილებელია, რადგანაც გზაში დაზიანების ფაქტები, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან ხშირია. იგულისხმება როგორც სერიოზული, ასევე უმნიშვნელო დაზიანებაც. სტატისტიკის მიხედვით ასეთი დაზიანებები თითქმის ყველა ჩამოსულ კონტეინერშია, ამიტომ იაფი დაზღვევა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც შეგიმცირებთ შემდგომი რემონტის ხარჯებს.

რას ვგულისხმობთ იაფ დაზღვევაში?

იმისათვის, რომ დააზღვიოთ $10,000-ის ღირებულების მანქანის ჩამოყვანა აშშ-დან რომელიმე ამერიკულ სადაზღვევო კომპანიაში, თქვენ უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია (დაზღვევის საფასური) $100-ის ოდენობით. ამასთან, თუ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, ანუ თქვენი მანქანა დაზიანდება, ამერიკული სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ მხოლოდ იმ ხარჯებს, რომელიც აღემატება $500-ს (ძვირადღირებულ მანქანებზე კი - $1000-ს). დაგვეთანხმებით, ასეთი ტარიფები არარეალურია ჩვენს პირობებში და ნებისმიერი იმპორტიორი ამჯობინებს თავად გასწიოს შესაძლო რემონტის ხარჯები.

რას გთავაზობთ ჩვენ?

$10,000-ის ღირებულების ავტომობილის დაზღვევას თქვენ შესძლებთ $28-ად. ამასთან, დაზღვევა მოქმედებს არამარტო საზღვაო გადაზიდვისას, არამედ კონტეინერში დატვირთვა/გადმოტვირთვისა და ასევე, თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ, მანქანის საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე (მაგალითად ტეხასის ან იაპონიის რომელიმე ქალაქიდან - თბილისამდე) ტრანსპორტირების მთელ პერიოდში. ყველაფერი ეს 28 დოლარად.

თუ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, არაანაზღაურებადი მინიმუმი $500-ის ნაცვლად შეადგენს 100 დოლარს.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

მთავარი | კონტეინერების ძებნა | ავტოიმპორტი | ტვირთების ბირჟა | გადაზიდვები | ავტო დილერები | დაგვიკავშირდით
Copyright © 2010-2012 CARGO.GE - ყველა უფლება დაცულია